თორნთონ უაილდერის საბედისწერო ხიდი

თორნთონ უაილდერს ქართველი მკითხველი არც თუ ისე კარგად იცნობს, შეიძლება ითქვას ნაკლებადაც, თუმცა თავის დროზე მის სამშობლოში – ამერიკაში დამსახურებულად აღიარეს სხვა მნიშვნელოვანი მწერლების გვერდით. უაილდერმა საკმაოდ ღირებული და ფართო შემოქმედება დაუტოვა ფართო საზოგადოებას, რამაც, მოგვიანებით ევროპაშიც გაუთქვა სახელი. მან მოახერხა თავისი სიტყვა ეთქვა პროზაში, დრამატურგიაში, თარგმანებში. მახსოვს, სტუდენტობისას “Our Town” (,,ჩვენი ქალაქი”) წავიკითხე, პიესა, რომელიც…